სააკაშვილს 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება

სააკაშვილს 3-დან 5-წლამდე პატიმრობა ემუქრება

მიხეილ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის 1-ელი ნაწილის (დანაშაულებრივი ორგანიზაციების ხელშეწყობა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა) საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს.  წარმოებაში არსებულ საქმეზე. ამის შესახებ უკრიანის უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„2017 წლის 5 დეკემებრს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან ერთად, 256-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დაწყებული სისხლის სამართლის წარმოების ფარგლებში, კიევში საცხოვრებელ მისამართზე დააკავეს სააკაშვილი. სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი ადვოკატის ტანდასწრებით დააკავეს. დაგეგმილია გამომძიებლების მეირ მისი დაკითხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული მუხლი 3-დან 5წლამდე თავისუფლების აღკევთას ითვალისწინებს.

სააკაშვილი კიევში ცოტა ხნის წინ დააკავეს.