მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის პაკეტიდან ყველა ის კანონპროექტია გაწვეული, რომელიც დაზვერვის სამსახურის სუს-თან გაერთიანებას ეხებოდა

მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის პაკეტიდან ყველა ის კანონპროექტია გაწვეული, რომელიც დაზვერვის სამსახურის სუს-თან გაერთიანებას ეხებოდა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის პაკეტიდან ყველა ის კანონპროექტია გაწვეული, რომელიც დაზვერვის სამსახურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან გაერთიანებას ეხებოდა.

როგორც ვოლსკიმ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თორმეტივე გაწვეული კანონპროექტი მხოლოდ დაზვერვის სამსახურს უკავშირდება. რაც შეეხება კრიზისების მართვის საბჭოსა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გაუქმების ინიციატივას, რაც პარლამენტში ცხარე დისკუსიის საგანი იყო, ვოლსკის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხები წარმოდგენილი სახით ცვლილებათა პაკეტში რჩება და მათ გაწვევაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ამასთან, ვოლსკის თქმით, პარლამენტი მთავრობასთან კონსულტაციებს აგრძელებს.

„აღნიშნული გადაწყვეტილება პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შედეგად არის მიღებული. არსებობს მყარი გარანტია იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს მიმართულებით დაგეგმილ გაერთიანებაში გარემოს დაცვის კომპონენტი მნიშნელოვნად მხარდაჭერილი იქნება, თუმცა, ამ თემაზე კვლავ გაგრძელდება ბჭობა“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.