თუ რას გეგმავდნენ ჩატაევი და მისი გარემოცვის წევრები, ამაზე სუს-ი ორი მიმართულებით მუშაობს

თუ რას გეგმავდნენ ჩატაევი და მისი გარემოცვის წევრები, ამაზე სუს-ი ორი მიმართულებით მუშაობს

თუ რას გეგმავდნენ ჩატაევი და მისი გარემოცვის წევრები საქართველოში, ამაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორი მიმართულებით მუშაობს, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს პარლამენტში, ნდობის ჯგუფთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

"ამ ეტაპზე ვმუშაობთ ორი მიმართულებით. გვეხმარებიან ჩვენი კოლეგები FBI-დან. ამ მიმართულებებს, სამწუხაროდ, ვერ დავასახელებ. ორი მიმართულებით ვმუშაობთ. გამოძიებით გამოიკვეთება, საქართველოზე მუშაობდნენ, სხვა მიმართულებით, ტერაქტის მოსაწყობად იყვნენ ჩამოსულები თუ სხვა, ამას ვერ ვიტყვი", - განაცხადა გომელაურმა.