ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აღარავინ იძებნება

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აღარავინ იძებნება

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე აღარავინ იძებნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ გიორგი გოგაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ვითარება საათობრივად იცვლება და გამოძიება ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. გოგაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ასზე მეტი პირია დაკითხული და არ არის გამორიცხული, რომ საქმის მიმდინარეობიდან გამომდინარე კონკრეტულ პირებს სტატუსი შეეცვალოთ.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი, რომელიც ამ დრომდე მიმალვაში იმყოფებოდა, დღეს საგამოძიებო უწყებას ჩაბარდა.