სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპზე მუშაობა გრძელდება

სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპზე მუშაობა გრძელდება

სასამართლო რეფორმის მე-4 ეტაპზე მუშაობა საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით გრძელდება.

სამუშაო ჯგუფის მორიგი  შეხვედრა მიმდინარეობს  ბორჯომში, სასტუმრო „რიქსოსში".

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ხელისუფლების სამივე შტოს - საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. კერძოდ ევროკავშირის, ევროსაბჭოს , აშშ საელჩოს , USAID-ის, PROLoG-ის მონაწილეობით.

სამუშაო შეხვედრა  3 დეკემბერს  იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას მოდერაციით წარიმართა. მისასალებელი სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, ასევე ევროკავშირის, ევროსაბჭოს და USAID-ის  წარმომადგენლებმა.

ორდღიანი სამუშაო შეხვედრის მომონაწილეები  ღონისძიების ფარგლებში იხილავენ შემდეგ საკითხებს:  საქმეთა  ნაკადის  მართვა  და  საკანონმდებლო  ცვლილებები; დისციპლინური  სამართალწარმოება  და  პასუხისმგებლობის  საფუძვლები. სამუშაო შეხვედრა დღეს დასრულდება.