დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება

დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება, დღეს 00:00 საათიდან 07:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება. 

გამზირზე ორი ღამის განმავლობაში დაწესდება საგზაო მოძრაობის ნაწილობრივი და სრული შეზღუდვა. 

ნაწილობრივი შეზღუდვა გავრცელდება შევჩენკოს სახელობის სკვერიდან - პეტრიაშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო მოძრაობა სრულად შეიზღუდება  პეტრიაშვილის ქუჩის მონაკვეთიდან - თბილისის საკონცერტო დარბაზამდე.

სამუშაოები ორი ღამის განმავლობაში  5 და 6 დეკემბერს განხორციელდება. 

სამუშაოებს შპს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს .

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის.