ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხედრო ქმედებები კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება არა მხოლოდ რეგიონისთვის, არამედ სრულიად მსოფლიოსთვის. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
„ომი ამ რეგიონში კატასტროფის მომტანი იქნება. შედეგები სრულიად მსოფლიოს შეეხება და არა მხოლოდ კონკრეტულ რეგიონს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, საჭიროა კრიზისის მშვიდობიანი გზით გადაჭრა.
მისი თქმით, საამისოდ საჭიროა ფხენიანზე ზეწოლის განხორციელების პოლიტიკის გაგრძელება.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე განაცხადა, რომ კრიზისის დარეგულირებაში დიდ როლს თამაშობენ რუსეთი და ჩინეთი, ვინაიდან ისინი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან და ჩრდილოეთ კორეასთან ტერიტორიულად ახლოს მდებარეობენ.