თამარ ხულორდავა ნენად ჩანაკის შეხვდა

თამარ ხულორდავა ნენად ჩანაკის შეხვდა

ქვეყნებს შორის ურთიერთგამოცდილების გაზიარება იყო შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც  ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავასა და სერბეთის რესპუბლიკის  ეროვნული  ასამბლეის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ნენად ჩანაკს შორის შედგა.

სტუმარი საქართველოში საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენციაში „ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის" მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირთან ურთიერთობის გამოცდილების გაზიარება, რათა ამ  გამოცდილებით ჩვენი საქმიანობა გავამდიდროთ. კანდიდატი ქვეყნები,  ჩვენზე ერთი ნაბიჯით წინ არიან. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებში უამრავი პრობლემაა თავმოყრილი, ისინი ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე, თუნდაც გეოგრაფიული მიზეზებიდან გამომდინარე საქართველოზე წინ არიან.

შეხვედრაზე, მხარეებმა, იმ განსაკუთრებულ ფაქტორზე ისაუბრეს, რომელიც როგორც საქართველოზე ასევე, სერბეთზე მოქმედებს - ეს არის რუსეთის ფაქტორი. „სერბეთს კარგად ესმის საქართველოს რეალობა და საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები: ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპაციის საკითხი და ის სირთულეები, რომელსაც რუსეთი ყოველდღიურ რეჟიმში, გვიქმნის ოკუპირებულ ტერიტორიებთან წვდომის შეზღუდვის თვალსაზრისით", - განაცხადა თამარ ხულორდავამ.