გაერო-ს განვითარების პროგრამა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში

გაერო-ს განვითარების პროგრამა ცდილობს დაეხმაროს საქართველოს დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში

კონფერენციაში, რომელშიც 17 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს, საუბარი შეეხება მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ზეგავლენას ახდენს ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე ისევე, როგორც კანდიდატ ქვეყნებზე, - ამის შესახებ გაერო-ს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილს სკოტმა კონფერენციაზე “ევროკავშირი და პარტნიორები - მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისთვის” სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განცხადებით, კონფერენციის მიმდინარეობისას, საუბარი შეეხება როგორც გამოწვევებს, ასევე ყურადღება გამახვილდება ერთობლივ მიღწევებზე.

“კონფერენციის თემა “მრავალფეროვნება ძლიერი ერთობისათვის” არის ერთ-ერთი მდგრადი განვითარების მიზნის ასახვა და გამოხატულება იმიტომ, რომ ყველა უნდა განვითარდეს, არავინ უნდა დაგვრჩეს უკან და ამ განვითარების პროცესში უნდა ვიზრუნოთ ადამიანის უფლებებზე, თავისუფლებაზე, მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე და მომავალში ეს უნდა იყოს ყველასათვის ერთნაირად ხელმოსაწვდომი.

ეს ამოცანები გვაძლევს საშუალებას ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარებაზე, ვიმუშაოთ ეკოლოგიურ საკითხებზე, ჩავრთოთ სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ყველა მიზნის მიღწევაში. რა თქმა უნდა, კრიტიკაც ისმის ამ საქმიანობის განხორციელებისას, მაგრამ ეს კარგია. ასევე, ეს სამუშაოები გვაძლევს საშუალებას, განვსაზღვროთ ახალი პრიორიტეტები და საჭიროებები ახალი კოალიციებისათვის”, - განაცხადა ნილს სკოტმა.

მისივე განცხადებით, გაერო-ს განვითარების პროგრამა ცდილობს დაეხმაროს სხვადასხვა ხალხს და პარლამენტს, მათ შორის საქართველოს, დემოკრატიულ ტრანსფორმაციაში და საერთაშორისო ინტეგრაციაში.