ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

ოთარ დანელია PABSEC-ის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს. ამასთან, საქართველო PABSEC-ის ბიუროს წევრი გახდა.

ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ოთარ დანელიას კანდიდატურას, PABSEC-ში შემავალი 11-ვე ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენელმა ერთხმად დაუჭირა მხარი.

კენჭისყრა PABSEC-ის ყოველწლიურ, რიგით 50-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართა.

მონაწილეობას საქართველოს, ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საბერძნეთის, მოლდოვის, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლები იღებდნენ.