28-30 ნოემბერს უკრაინაში, ქ. კიევში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში (PABSEC) საქართველოს საპარლამენტო მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, ოთარ დანელია ყოველწლიურ, რიგით 50-ე გენერალურ ასამბლეაში მონაწილეობს.
დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პლენარული სესიის განხილვის მთავარ თემას შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კრიზისის პირობებში ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება წარმოადგენს.
პლენარული სესიის ფარგლებში დაგეგმილია PABSEC-ის საკომიტეტო მოსმენები, ბიუროსა და მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომები. საქართველოს მხრიდან პლენარულ სესიაში მონაწილეობას ასევე მიიღებენ დელეგაციის წევრები: ზაზა გაბუნია, კახაბერ ოქრიაშვილი და რამაზ ნიკოლაიშვილი.
კიევში მიმდინარე გენერალური ასამბლეას ალბანეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოს, საბერძნეთის, მოლდოვას, რუმინეთის, სერბეთის, თურქეთისა და უკრაინის საპარლამენტო დელეგაციები ესწრებიან.