საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს კიმ ჩან-გიუს შეხვდა.
მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრაზე, ირაკლი შოთაძემ ელჩს საქართველოს პროკურატურის ორგანოების ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა, საქმიანობის თავისებურებები გააცნო და უწყების პრიორიტეტებზე და პროკურატურის განვითარების სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურაში განხორციელებულ, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს.
შეხვედრის დასასრულს ელჩმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავარ პროკურორს და იმედი გამოთქვა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.