ყველა ხელისუფლების წინაშე არსებობს ცდუნება, რომ მათ თავიანთი მოწონებული, თავიანთი ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი აირჩიონ, ჩვენ ამ ცდუნებას, ბუნებრივია არ ავყვებით, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას კანდიდატურის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"მოგეხსენებათ, ყველა ხელისუფლების წინაშე არსებობს ცდუნება, რომ მათ თავიანთი მოწონებული, თავიანთი ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი აირჩიონ. ჩვენ ამ ცდუნებას ბუნებრივია არ ავყვებით, რადგან ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ამ ქვეყანაში იყოს დემოკრატია და ვიფიქროთ მომავალზე. ნინო ლომჯარია მიუხედავად იმისა, რომ იქნება ძალიან კრიტიკული, ის არის ამავე დროს ობიექტური ადამიანი, პროფესიონალი, კარგი იურისტი, ამიტომ, საპარლამენტო უმრავლესობამ გადაწყვიტა, რომ სწორედ ის იქნას წარდგენილი სახალხო დამცველის კანდიდატად", - განაცხადა მდინარაძემ.