მიხეილ სააკაშვილი არის კერძო პირი და ის არ არის მაღალი დონის დისკუსიების განხილვის საგანი

მიხეილ სააკაშვილი არის კერძო პირი და ის არ არის მაღალი დონის დისკუსიების განხილვის საგანი

მიხეილ სააკაშვილი არის კერძო პირი და ის არ არის მაღალი დონის დისკუსიების განხილვის საგანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის ელჩმა საქართველოში იგორ დოლგოვმა განუცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრემიერ-მინისტრ ვოლოდიმირ გროისმანის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების საკითხი არ განიხილება.

„ის ახლა არის კერძო პირი უკრაინაში და ეს არ არის ოფიციალური მოლაპარაკებების განხილვის საგანი. ის არ არის ოპოზიციის ერთადერთი ლიდერი, არც უკრაინაში, არც - საქართველოში. თუ გაქვთ კითხვები საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიმართებაში, თვითონ მას ჰკითხეთ, მე არა. ჩვენ ვერ ვხედავთ პრობლემას, ის აგრძელებს უკრაინაში ყოფნას, პოლიტიკურ აქტიურობას, რომელიც, სიმართლე გითხრათ, არც ძალიან პოპულარულია“, - განაცხადა იგორ დოლგოვმა.