დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის წევრები მივიდნენ

დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მთავრობის წევრები მივიდნენ

ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, სადაც 22 ოქტომბერს დაღუპული სპეცრაზმელის, ივანე გოლაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური, შს მინისტრი გიორგი გახარია, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრები მივიდნენ. მათ გარდაცვლილის ხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს. პანაშვიდზე იმყოფება ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.

გარდაცვლილ სპეცრაზმელს ქაშუეთის ტაძრიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ივანე გოლაშვილის ოჯახს მთავრობა კომპენსაციის სახით ერთჯერადად 100 000 ლარს გადასცემს, ხოლო ყოველთვიურად მათ 1000 ლარის ოდენობით პენსია დაენიშნება.

ივანე გოლაშვილი 22 ოქტომბერს ბერი გაბრიელის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაიჭრა. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.