26 ნოემბერს სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით -5-დან -9 გრადუსამდე ყინვას პროგნოზირებენ

26 ნოემბერს სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით -5-დან -9 გრადუსამდე ყინვას პროგნოზირებენ

26 ნოემბერს, სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით -5-დან -9 გრადუსამდე ყინვას ვარაუდობენ. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26 ნოემბერს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა -5 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -9 გრადუსამდე დაიკლოს, დედაქალაქში -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.