დავით სერგეენკომ ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებულები მოინახულა

დავით სერგეენკომ ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებულები მოინახულა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბათუმში, კლინიკა „მედცენტრში“ სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაშავებულები მოინახულა.

როგორც მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დაშავებულებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ხარჯები აუნაზღაურდებათ. საავადმყოფოდან უკვე გაწერეს 7 პაციენტი და ამ დროისთვის ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში რჩება მხოლოდ ერთი, 70 წლამდე მამაკაცი.

ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 10 საქართველოს, ხოლო 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.