„გასტროლებზე“

„გასტროლებზე“

ერთხელ მარჯანიშვილის თეატრის დასი საგასტროლოდ დასავლეთ საქართველოში ჩავიდა.

სასტუმროს მორიგემ მათ რიგის დაცვა სთხოვა, შემდეგ კი ამ რიგში პირველს, ქალბატონ ვერიკო ანჯაფარიძეს რამდენიმე შეკითხვა დაუსვა.

– თქვენი სახელი და გვარი?

– ანგელინა შვანგირაძე – სერიოზულად უპასუხა ვერიკო ანჯაფარიძემ.

– თქვენი პროფესია?

– პარიკმახერი გახლავართ!

სასტუმროს მოხელემ ანკეტა შეავსო და უკვე მეორე სტუმარს მიუბრუნდა

– თქვენი სახელი და გვარი?

– იპოლიტე კაციტაძე, პროფესიით მექისე, – უპასუხა სანდრო ჟორჟოლიანმა.

ასე ჩაწერა სასტუმროს მორიგემ საქართველოში ყველასათვის ცნობილი მსახიობების ვასო გოძიაშვილის, შალვა ღამბაშიძის, პიერ კობახიძის, სესილია თაყაიშვილისა და სხვათა „‘მონაცემები“ და უცებ შეჩერდა.

„ რაშია საქმე, იცით, ამდენს ვერ მიგიღებთ! – განაცხადა მან, – თბილისიდან მარჯანიშვილის თეატრის დასი ჩამოდის, ყველა ჩემი ძმაკაცია და იმათთვისაა დაჯავშნული ადგილები!“