შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებულებს მოინახულებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, დავით სერგეენკო ბათუმში უკვე ჩავიდა.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაშავებული 8 ადამიანი კვლავ საავადმყოფოში რჩება. ხანძრის შედეგად, სულ ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს, მათგან 13 კი უკვე გაეწერა საავადმყოფოდან.
უწყების ინფორმაციით, საავადმყოფოში მოთავსებული რვავე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - მძიმე არც ერთი არ არის. 6 პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალშია მოთავსებული, ხოლო 2 პაციენტი კი, მედცენტრში.
ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძარი გუშინ, დაახლოებით 20.00 საათზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო სასტუმროდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ადგილზე 17 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 120 მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული. ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ოფიციალური ინფორმაციით ჰოსპიტალიზაცია 21 ადამიანს დასჭირდა. დაშავებულთა შორის ასევე არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი.
ოფიციალური ინფორმაციით, ხაძრის შედეგად 11 ადამიანია დაღუპული, რომელთაგან 10 საქართველოს და 1 ირანის რესპუბლიკის მოქალაქეა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვ