საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ განუცხადა, პატრიარქი სასტუმროსთან 12:00 საათის შემდეგ მივა.
„12:00 საათზე პატრიარქი თბილისიდან გამოფრინდება, მივალთ სასტუმრო „ლეოგრანდთან“ და პანაშვიდს გადავიხდით. ძალიან მძიმე, ტრაგიკული შემთხვევაა, ძალიან ვწუხვართ და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულების ოჯახებს“, - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.