პრემიერ-მინისტრი აჭარის  მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება

პრემიერ-მინისტრი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება

ამ წუთებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურ ზურაბ პატარაძესთან და  მთავრობის წევრებთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფება. პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი, რომელიც ბრუსელიდან თბილისში ბრუნდებოდა ბათუმში სასტუმრო ,,ლეო გრანდში“ დატრიალებული ტრაგედიის გამო,  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა. პრემიერ-მინისტრი შემთხვევის ადგილზე მივიდა,  სადაც აჭარის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ ლევან მაისურაძისგან მომხდარის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.