დასრულდა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი. საქართველოს წარმატებაზე ერთხმად აღინიშნა. ყველამ აღნიშნა ის, თუ როგორ ვახერხებთ დავახორციელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას და ამასთან, დემოკრატიის კონსოლიდაციას. ეს არის ჩვენი ქვეყნის ძალიანმნიშვნელოვანი მიღწევა, რაზეც იყო სრული კონსენსუსი. ძალიან მნისვნელოვანია, რომ ეს ფორმატი აღმოჩნდა ინსტრუმენტისაქართველოსთვის, რომელმაც საშუალება მოგვცა, განგვეხორციელებინა დღემდე მნიშვნელივანი ნაბიჯები, როგორებიც არის ასოცირებისხელშეკრულება, სავაჭრო შეთანხმება, ვიზალიბერალიზაცია. ჩვენ ახლა გადასადგმელი გვაქვს შემდეგი, გაცილებით ამბიციური ნაბიჯები და რაგანწყობაც არ უნდა იყოს ევროპაში და სხვადასხვა ქვეყნებში, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ძალიან ამბიციური რეფორმების გეგმას.
2020-თვის წარმოდგენილი გვაქვს ყოვლისმომცველი რეფორმების გეგმა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, კიდევ უფრო წინ წავიწიოთ ევროპისკენ.ჩვენი პარტნიორებისგან არის აბსოლუტური მზადყოფნა, საქართველოს მაქსიმალურად დაეხმარონ ამ პროცესში, რადგან საქართველომ მიაღწიაძალიან მნიშვნელოვან წარმატებას. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი საქმე იმისათვის, რომ როდესაც გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარასაქართველოსთვის, ამ მომენტისთვის საქართველო მზად იყოს. ეს არის ჩვენი ამოცანა და ჩვენ ამ ამოცანას ვახორციელებთ. დეკლარაციაშიაღნიშნულია მხარდაჭერა ევროპული მისწრაფებების, ევროკავშშირში ინტეგრაციის პროცესის და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.
აღმოსავლეთპარტნიორობაში არის სხვადაასხვა ქვეყანა, ყველას აქვს თავისი სისწრაფე, თავისი ამბიციები. საქართველოს წარმატებაზე არის სრულითანხვედრა და სრული კონსენსუსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგია, მაგრამ ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ჩვენმოვემზადოთ იმ მომენტისათვის, როდესაც ევროპაში იქნება მზაობა, რომ გაიხსნას შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის და ჩვენ ამასაუცილებლად გავაკეთებთ.