საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის შეხვდა

მხარეებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ თანამშრომლობას დააქტიურ ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ არსებობს ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების პოტენციალი.

შეხვედრისას პოზიტიურად შეფასდა ლონდონში ახლახან გამართული "უორდროპის სტრატეგიული დიალოგი", რომლის ფარგლებშიგანხილული იყო თანამშრომლობა პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში დიდ ბრიტანეთთანთანამშრომლობის მნიშვნელობაზე; ასევე - ვრცლად ისაუბრა ქვეყანაში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე.

მთავრობის მეთაურმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნისტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ტერეზა მეი შეხვედრაზე ასევე გამოეხმაურა თბილისში 22 ნოემბერს ჩატარებულ სპეცოპერაციას და საქართველოს პრემიერ-მინისტრს ქართველისპეცრაზმელის დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.