საყოვეთაოდ ცნობილია, რომ იდენტიფიკაციას და ტექნოლოგიებს, რომელიც ასეთ დროს გამოიყნება, სჭირდება დრო, - ასე უპასუხა უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებული პირების თაობაზე დასმულ შეკითხვას.
“როდესაც ეს პროცედურა დასრულდება, საგამოძიებო ორგანობი შესაბამის განცხადებას გააკეთებენ“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ. მისივე შეფასებით, აღნიშნულმა ანტიტერორისტულმა ოპერაციამ დაადასტურა, რომ სახელმწიფოს ჰყავს ქმედითი უსაფრთხოების სამსახურები და მათ შორის არის ძალიან კარგი კოორდინაცია.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეძლეს სპეცოპერაციის დამაჯერებლად დასრულება და ორი მიზნის წარმატებით მიღწევა - ეს არის მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა და საფრთხის განეიტრალება. ორივე ამოცანა წარმატებით შესრულდა“, - განაცხადა თალაკვაძემ.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია სამი პირი, რომელთა ვინაობა ამ დრომდე უცნობია.