საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტერეზა მეის ხვდება. შეხვედრა ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის ფარგლებში მიმდინარეობს.
აღნიშნული შეხვედრის თემაზე საუბრისას დღეს, დიდი ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტმა განაცხადა, რომ დარწმუნებულია, გაერთიანებული სამეფოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები - ტერეზა მეი და გიორგი კვირიკაშვილი ისაუბრებენ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე.
„ჩვენ გვაქვს ურთიერთობის ორმხრივი ჩარჩო - უორდროპის სტრატეგიული დიალოგი, რომელიც გაგრძელდება. ჩემი პროგნოზია, რომ ის გახდება უფრო აქტიური ბრიტანეთის მხრიდან, იმიტომ ზუსტად საქართველოსნაირ ადგილებში ჩვენ გვსურს დემონსტრირება, რომ არ ვტოვებთ სცენას და კვლავ ჩართულები ვართ. საკმაოდ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი“, - განაცხადა ელჩმა.