ლინას ლინკევიჩიუსი: საქართველო დღეს ერთ-ერთი ლიდერია

ლინას ლინკევიჩიუსი: საქართველო დღეს ერთ-ერთი ლიდერია

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე“ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ლიტვა ქართველი მეგობრების გვერდში დგომას განაგრძობს. "კარგ მეგობართან, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილთან ერთად, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. საქართველო დღეს ერთ-ერთი ლიდერია. რეფორმები და მტკიცე ნაბიჯები უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი. ლიტვა განაგრძობს ჩვენი, ქართველი მეგობრების გვერდში დგომას,“- წერს ლინკევიჩიუსი „ტვიტერზე.“ 

გიორგი კვირიკაშვილი კი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ლიტვის მხარდაჭრა რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში. „მოხარული ვარ ლინას ლინკევიჩიუსთან შეხვედრით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ლიტვის მხარდაჭრა რეფორმების განხორციელებისა და ევროკავშირსა და ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში." - წერს „ტვიტერზე“ გიორგი კვირიკაშვილი.