ირინე ფრუიძე „ღია მმართველობის გლობალური კვირეულის

ირინე ფრუიძე „ღია მმართველობის გლობალური კვირეულის" ფარგლებში გამართულ შეხვედრებს დაესწრო

17-23 ნოემბერს არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში, „ღია მმართველობის გლობალური კვირეულის" ფარგლებში, „ღია მმართველობა პარტნიორობის" ამერიკის რეგიონალური შეხვედრები გაიმართა, რომელსაც ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარე, ირინე ფრუიძე დაესწრო.

„ღია მმართველობის გლობალური კვირეულის ფარგლებში, ირინე ფრუიძე  ჩილეს და არგენტინის სენატების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეებს, სენატის წევრებს და ასევე პარაგვაის სენატორს შეხვდა.  შეხვედრებზე საუბრის მთავარ თემას საკანონმდებლო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა, ღიაობა და ტრანსფარანტულობა და ღია მმართველობის პრინციპებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა წარმოადგენდა. ირინე ფრუიძემ საქართველოში საკანონმდებლო ღიაობის მიღწევების და ღია და გამჭვირვალე მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და საბჭოს სამოქმედო გეგმის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა.