ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეოპერაციისას ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე სპეოპერაციისას ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა

პროკურორის ინფორმაციით, სპეოპერაციისას ლიკვიდირებული პირების ცხედრების იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა და შესაბამისად, მათი ვინაობა გამოძიებისთვის უცნობია.

როგორც ტერორიზმის ბრალდების საქმის პროკურორმა ირაკლი მარშანიამ აღნიშნა, კვლავ ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ექსპერტიზები.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ, არის თუ არა ლიკვიდირებულ პირთა შორის ახმედ ჩატაევი, რაზეც მარშანიამ აღნიშნა, რომ ამაზე პასუხს ვერ გასცემს, ვინაიდან გარდაცვლილთა ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

”მოცემულ ეტაპზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ტარდება ექსპერტიზები. ამ ეტაპზე გარდაცვლილი პირების ვინაობა იდენტიფიცირებული არ არის”, - განაცხადა ირაკლი მარშანიამ.