ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე იმავე ქუჩაზე დააკავეს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა

ტერორიზმთან კავშირში ბრალდებული რუსეთის მოქალაქე იმავე ქუჩაზე დააკავეს, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა

ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტერორიზმთან რაიმე კავშირს უარყოფს, - ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა იმედა ქარქაშაძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და მის წინააღმდეგ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს.

ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაკავება სპეცოპერაციამდე მოხდა იმავე ქუჩაზე, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა.

”საქმეში მტკიცებულებები არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს დანაშულს. იყენებს დუმილის უფლებას. მისივე განცხადებით, მას არანაირი კავშირი არ აქვს ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ეს პიროვნება არის დაკავებული მანამდე, მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც ჩატარდა სპეცოპერაცია”, - განაცხადა იმედა ქარქაშაძემ.