არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას

არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას

არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მარგველაშვილის განცხადებით, ოპერაციასთან დაკავშირებით ის კონკრეტულ კომენტარს არ გააკეთებს.

„უფრო პოლიტიკური შინაარსი აქვს ამ ყველაფერს. დასრულდა ოპერაცია, მაგრამ ყველა ასეთი შემთხვევის შემდეგ ჯანმრთელია პოლიტიკური სისტემა, რომელიც შესაბამის დასკვნებს აკეთებს. ის მიამიტური განცდა, რომ საქართველო არსებობს იმ რეალობაში, როდესაც არ არსებობს გლობალური რისკის მატარებელი საშიშროებები, არ არსებობს საშიშროება, რომ რომელიღაც კრიზისი გადაიზარდოს ბევრად უფრო რთულ ვითარებაში, რომ საქართველოს არ სჭირდება კოორდინირებული პოლიტიკური მოქმედება ასეთ ვითარებაში (არა მხოლოდ ოპერატიული, ოპერატიული ნაწილში დიდი მადლობა გადავუხადე იმათ, ვინც მოქმედებდა), რომ არ არის საჭირო უშიშროების საბჭო და სხვა მსგავსი ინსტიტუტები, რომლებიც კონტროლს გაუწევდა რთულ ვითარებას და დააზღვევდა იმ რისკს, რომელიც ყოველთვის არის ასეთ ვითარებში, ამ მიამიტურ განცდებს, არ ვიცი, რა საფუძველი გააჩნია. ალბათ, ამ მიამიტურ განწყობებს ძალიან ნათელი პასუხი გაეცა. ეს ერთი მხრივ, მინდა აქცენტი გავაკეთო, რომ შეაფასეთ რეალობა და კიდევ ერთელ შეხედეთ რეალობა, არ გინდათ მიამიტური სათვალეებით ყურება რეალობასთან მიმართებაში, რა რისკები და გამოწვევები აქვს ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა მარგველაშვილმა.