ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი გაიხსნა

ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი გაიხსნა

ბრიუსელში “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ევროპის შენობაში მიმდინარე სამიტს ევროკავშირის წევრი ქვეყნების და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე ქვეყნების ლიდერები და წარმომადგენლები ესწრებიან. სხვა ლიდერებთან ერთად სამიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა.

აღსანიშნავია, რომ სამიტში მონაწილეობას არ მიიღებს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო.

სამიტის ფარგლებში განხილული იქნება სამომავლო თანამშრომლობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. კერძოდ, ძლიერი ეკონომოკა, ძლიერი მმართველობა, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა, მოქალაქეებს შორის კავშირების განმტკიცება. აღნიშნული მიზნები „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში გაწერილ იმ 20 საკითხს შორისაა, რომელიც 2020 წლამდე პერიოდზეა გათვლილი.

სამიტის დასასრულს მიღებული იქნება საბოლოო დეკლარაცია.