26 ნოემბერს სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით -5-დან -9 გრადუსამდე ყინვას პროგნოზირებენ

26 ნოემბერს სინოპტიკოსები საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით -5-დან -9 გრადუსამდე ყინვას პროგნოზირებენ

საქართველოს ზოგიერთ რაიონში ხვალ, დღის პირველ ნახევრამდე ნალექი შენარჩუნდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ხვალ, დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია თოვლი.

ამასთან, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26 ნოემბერს ღამის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში ზოგან შესაძლოა -5 გრადუსამდე, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში -9 გრადუსამდე დაიკლოს, დედაქალაქში -2, -4 გრადუსია მოსალოდნელი.