სახალხო დამცველის კანდიდატურა არ უნდა იყოს ხელისუფლებაზე დამოკიდებული

სახალხო დამცველის კანდიდატურა არ უნდა იყოს ხელისუფლებაზე დამოკიდებული

სახალხო დამცველის კანდიდატურა არ უნდა იყოს ხელისუფლებაზე დამოკიდებული, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ოთხივე კანდიდატი მისაღებია, თუმცა, მხარდაჭერა დამოკიდებული იქნება კანდიდატის ავტორიტეტსა და გამოცდილებაზე.

„ევროპული საქართველოსთვის“ ორიენტირი იქნება თუ რაზე შეთანხმდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები. მნიშვნელობა ექნება მის განვლილ გზას, იმას თუ როგორი ავტორიტეტი აქვს ამ სფეროში და აუცილებელი პირობაა, რომ არ უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლებაზე,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორი პარლამენტს ომბუდსმენის პოსტზე ასარჩევად ანა ნაცვლიშვილის, ნინო ლომჯარიას, ზვიად ქორიძის და ვახუშტი მენაბდის კანდიდატურებს სთავაზობს.

როგორც ცნობილია, უჩა ნანუაშვილს სახალხო დამცველის პოსტზე უფლებამოსილების ვადა დეკემბერში ეწურება.