როდესაც ინფორმაციების სიმწირეა, უამრავი ვერსია ჩნდება, ისეთებიც კი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის

როდესაც ინფორმაციების სიმწირეა, უამრავი ვერსია ჩნდება, ისეთებიც კი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის

დავით სიხარულიძე - როდესაც ინფორმაციების სიმწირეა, უამრავი ვერსია ჩნდება, ისეთებიც კი, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნისსერიოზული პრობლემაა სტრატეგიულ კომუნიკაციასთან დაკავშირებით და მთავრობა მის მოგვარებას უნდა ეცადოს, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“, ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარემ, დავით სიხარულიძემ განაცხადა. 

სიხარულიძის თქმით, ინფორმაციის სიმწირე ხშირ შემთხვევაში ქმნის კლიშეებს, რომელიც ქვეყანაში სტაბილურობას უქმნის საფრთხეს. მისი შეფასებით, მსგავსი კლიშეები გაჩნდა ბერი სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროსაც, როდესაც ყურადღება კვლავ პანკისის ხეობაზე და იქ მცხოვრებ ადამიანებზე გადავიდა. 

ატლანტიკური საბჭოს გამგეობის თავმჯდომარე, ასევე, მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. 

„სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანია და დროა ამ ყველაფერს ნათელი მოეფინიოს. ჩვენ არ ვიცით ეს დაჯგუფება რა მიზნით იყო საქართველოში შემოსული, მიეკუთვნებოდა თუ არა ტერორისტულ ორგანიზაციას, იყო ეს გამიზნული საქართველოს წინააღმდეგ თუ ა.შ 
ერთი, რაც აშკარაა, არის სერიოზული პრობლემა სტრატეგიულ კომუნიკაციაზე და მთავრობას ეს პრობლემა აქვს. კომუნიკაცია ერთის მხრივ აუცილებელია, რათა მოსახლეობამ იცოდეს რა ხდება. რაც შეეხება კრიტიკას ჟურნალისტების მიმართ, მე ვფიქრობ, რომ ჟრნალისტები აკეთებდნენ იმას, რაც მათ მოვალეობაა. 

სამწუხაროდ, როდესაც ინფორმაციების სიმწირეა და როცა არავინ არაფერი იცის, უამრავი სხვადასხვა ვერსია ჩნდება, ისეთებიც კი, რომელიც არ არის სასიამოვნო და ქვეყნის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის. მაგალითად, არასასიამოვნოა, როდესაც საუბარია ტერორიზმზე და ავტომატურად კლიშე გადადის პანკისის ხეობაზე. სწორედ ამაზე უნდა მოხდეს მუშაობა, რომ არ წარმოიქმნას კლიშეები, რადგან იქ ხალხი ცხოვრობს, რომელთა უმეტესობაც, დარწმუნებული ვარ, იცავს კანონს და ისინი არ უნდა გახდნენ, მუდმივად ასეთი ეჭვების საფუძველი“, - განაცხადა დავით სიხარულიძემ.