ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საპარლამენტო მოსმენის გამართვაზე საუბარს “არასერიოზულს“ უწოდებს.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი სამომავლოდ აუცილებლად გაეცემა.
“ყველამ და მათ შორის პოლიტიკოსმა კარგად უნდა გაათვითცნობიერონ, რომ მსგავს თემებზე თითოეული ფრაზა, სიტყვა, წინადადება არის განსაკუთრებული რისკისა და საფრთხის შემცველი, თუ ამ ფრაზაში იქნება რაიმე ისეთი, რაც ანტისახელმწიფოებრივად იმუშავებს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ავიღოთ პასუხიმგბელობა იმაზე, რომ გარკვეული საკითხების გარშემო გავერთიანდეთ. რა თქმა უნდა, მომავალში გვექნება დისკუსიის დრო და ამაზე დისკუსია აუცილებლად შედგება“, - განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა მდინარაძემ.