ბალტიისპირეთის ქვეყნები ახლო აღმოსავლეთში ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ჩართვას აპირებენ. ამის შესახებ BALTNEWS იუწყება.
ლიტვის შეიარაღებული ძალების მეთაურის, გენერალ-ლეიტენანტ იონას ვიტაუტას ჟუკაუსკასის თქმით, ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სპეცოპერაციების ერთობლივი ესკადრონის შექმნის იდეაზე უარი თქვეს და ახლა თანამშრომლობის სხვა ვარიანტებს განიხილავენ.
„თავდაპირველად ერთობლივი ესკადრონის შექმნა გვსურდა, მაგრამ ახლა გეგმები შეიცვალა“, - განაცხადა ჟუკაუსკასმა.
ბალტიისპირეთის ქვეყნების სამხედროები ერაყში 2018 წლის დასაწყისში გაემგზავრებიან.