მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა სტუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც რიგი სამინისტროების შერწყმა-გაერთიანებას ითვალისწინებს.
როგორც ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა, მთავრობის მხრიდან მოთხოვნილია საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა.
“პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებს სავარაუდოდ მომდევნო სესიაზე განიხილავს. არის მოთხოვნა დაჩქარებულ წესზე და შესაძლებელია კანონთა პაკეტი დაჩქარებული წესით განვიხილოთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძემ.