ორივე მხარეს არის მსხვერპლი, ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ქაშუეთის წმინდა გიორგი სახელობის ტაძარში მსახურების დასრულებისას ქადაგებისას განაცხადა.
კათოლიკოს-პატრიარქი გუშინ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს შეეხო და განაცხადა, რომ საქართველომ დიდი განსაცდელი გამოიარა.
“გუშინ დიდი განსაცდელი გამოიარა საქართველომ, მაგრამ ღმერთი მფარველია ჩვენი. ორივე მხარეს არის მსხვერპლი. ჩვენ განვიცადეთ ეს მწუხარება, ღმერთმა მშვიდობა მოგვცეს, ღმერთმა გვაშოროს შინაური და გარეული მტერი”, - ბრძანა უწმინდესმა.