უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას

უნდა დაველოდოთ გამოძიების და ექსპერტიზის დასრულებას

კიდევ ერთხელ ვამბობ, უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ექსპერტიზის დასრულებას, - ასე პასუხობს შს მინისტრი გიორგი გახარია კითხვას იმის შესახებ, გუშინდელი სპეცოპერაციისას დაღუპულთა შორის არის თუ არა აჰმედ ჩატაევი.

გახარიას თქმით, თავდაპირველად სპეცოპერაცია დაიწყო იქიდან გამომდინარე, რომ წინააღმდეგობა იყო გაწეული სამართალდამცველების მიმართ.

"შეიარაღებული წინააღმდეგობა იყო გაწეული და შესაბამისად, სამართალდამცველებმა დაიწყეს სპეცოპერაცია",- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის ერთ-ერთი შესაძლოა აჰმედ ჩატაევი იყოს.