ეკა ბესელია: პირველ რიგში მინდა დაჭრილებს ვუსურვო სწრაფად გამოჯამრთელება.

ეკა ბესელია: პირველ რიგში მინდა დაჭრილებს ვუსურვო სწრაფად გამოჯამრთელება.

პირველ რიგში მინდა დაჭრილებს ვუსურვო სწრაფად გამოჯამრთელება. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის სიცოცხლეა. სწორედ ადამიანის სიცოცხლის დაცვისთვის იყო მიმართული მთელი ეს ძალისხმევა რაც იყო სამართალდამცავების და სპეციალური დანაყოფების ძალისხმევის და თავგანწირვის მიზანი. ეს არის ურთულესი მომენტი , როდესაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად  სხვათა უსაფრტხოებას და სიცოცხლეს იცავენ.ამიტომაც არსებობს მორალური სტანდარტი როდესაც ასეთ ვითარებაში ქილიკის და განსჯის ნაცვლად სოლიდარულია საზოგადოება. ობიექტური  განსჯის დრო დგება, მაგრამ სოლიდარობის და მოქალაქეობრივი პასუხიმგებლობის ფაზა გავიაროთ ჯერ. დღეს თანამედროვეობის ყველაზე რთულ გამოწვევებს ცივილიზებული სამყარო ხვდება ერთობით და არა ჩასაფრებულის პოზიციით. ამიტომაც მეტი წინდახედულება , სიბრძნე და პასუხისმგებლობა გვმართებს, პატივისცემა თავგანწირულთა მიმართ და შემდგომ კარგი ანალიზი მომავლის პრევენციისთვის.