დაჭრილი სპეცრაზმელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

დაჭრილი სპეცრაზმელების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის განცხადებით, თბილისის რეფერალურ ჰოსპიტალში სპეცოპერაციისას დაჭრილი სამი სპეცრაზმელია მოთავსებული. მისივე ინფორმაციით, დაჭრილებს მედიკოსებმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ზაზა სოფრომაძის განმარტებით, სამი დაჭრილიდან ორ სპეცრაზმელს კიდურების არეში აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობა, რომელიც უკვე დამუშავდა და მათ დამატებითი ჩარევა არ სჭირდებათ. რაც შეეხება მესამე დაჭრილ სპეცრაზმელს, ზაზა სოფრომაძის განმარტებით, მას მოტეხილი აქვს წვივის ძვალი და ამ დროისთვის ტრავმატოლოგიური ოპერაცია უტარდება.

”ჰოსპიტალში მოთავსებულია სამი სპეცრაზმელი. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორ მათგანს აღენიშნებოდა მსუბუქი ჭრილობები, ჩაუტარდათ პირველადი სამედიცნო დამხარება და გადაყვანილები არიან პალატაში. რაც შეეხება მესამე სპეცრაზმელის მდგომარეობას, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად წვივის ძვალი აქვს მოტეხილი. ოპერაცია მთავრდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,- განაცხადა სოფრომაძემ.

რაც შეეხება სპეცოპერაციისას დაჭრილ კიდევ ერთ სამართალდამცავს, მას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 4 სამართალდამცავის გარდა სპეცოპერაციისას 1 სპეცრაზმელი დაიღუპა.