ვისაც არ ეზარება, გახდა ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე - ასეთ სიტუაციებში ცოტა უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ

ვისაც არ ეზარება, გახდა ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე - ასეთ სიტუაციებში ცოტა უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ

ვისაც არ ეზარება, გახდა ამ საქმის ექსპერტი და კარგად მცოდნე. მე მგონია, რომ ასეთ სიტუაციებში ცოტა უფრო ღირსეულად უნდა მოვიქცეთ ხოლმე და დავასრულოთ ეს სპეკულაციები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული კითხვებისა და გამოხმაურებების საპასუხოდ განაცხადა.

„მინდა გავცე პასუხი იმ სპეკულაციებს, რომ გაგრძელდა დიდი ხანი და ა.შ... რა თქმა უნდა, შესაძლებელია სხვადასხვაგვარად მოქმედება, მაგრამ მთავარი პრიორიტეტი იყო მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა და ყველაფერი გაკეთდა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით მსხვერპლი არ ყოფილიყო და ჩვენმა სპეცრაზმის თანამშრომლებმა ეს შეძლეს. ჩვენ გვინახავს სხვა ტიპის სპეცოპერაციები სხვა ქვეყნებში, სადაც შენობებს ანგრევენ და ასეთ შედეგზე არიან ორიენტირებულები - ჩვენ სხვა სტილი გვაქვს, სხვა ხელწერა გვაქვს და მე მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც თავისი სიცოცხლის ფასად მოიტანა ის შედეგი, რაც ახლა გვაქვს. გაისმა ასევე შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქის ცენტრში აღმოჩნდნენ. რა თქმა უნდა, ისინი დღეს არ იყვნენ აღმოჩენილები, წინასწარი ინფორმაციები არსებობდა და ის, რომ აქ აღმოაჩინეს, არის წინასწარი მუშაობის შედეგი“, - განაცხადა პრემიერმა.