ჯერ ვერ გეტყვით, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ან რომელი დაჯგუფების წევრები

ჯერ ვერ გეტყვით, ეჭვმიტანილები რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან ან რომელი დაჯგუფების წევრები

სახელმწიფო უსაფრთრხოების სამსახურის ხელმძღვანელის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მომხდარს კვალიფიკაციას პროკურატურა მიანიჭებს.

განცხადება გომელაურმა რეფერალურ საავადმყოფოში გააკეთა, სადაც ძალოვანი უწყებების დაჭრილი თანამშრომლები მოინახულა.

”დაველოდოთ გამოძიებას. ჯერ ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან, ან რომელი დაჯგუფების წევრები. თითქმის 18 საათიან ბრძოლას აწარმოებდნენ ძალოვან სტრუქტურებთან”, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ განხორციელდა სპეცოპერაცია მაინცდამაინც დღეს, საცხოვრებელ კორპუსში, სუს-ის ხელმძღვანელმა უპასუხა: ”ეს ძალიან სპეციფიური თემაა, ოპერატიული მუშაობა მიმდინარეობდა და კორპუსში მოხდებოდა, ავტომანქანაში, კინოთეატრში თუ სხვაგან, ჩვენ ამას არ ვმართავთ, სამწუხაროდ. არ შეგვიძლია”.

”დანაშაულებრივ ქმედებაზე მე ვერ ვისაუბრებ, ამაზე გამოძიებამ უნდა ისაუბროს. ის ადამიანი ცნობილია, ვისგანაც ჰქონდა ბინა ნაქირავები. რაც შეეხება საქმის კვალიფიკაციას, ამას პროკურატურა იტყვის”, - აღნიშნა გომელაურმა.