სუს-ი - არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ

სუს-ი - არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ

არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები საქართველოს მოქალაქეები არ იყვნენ, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე, სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა განაცხადა.

”არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები. ამ პირებთან მიმართებაში დაკვირვება უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში ხორციელდებოდა. საერთაშორისო ანტიტერორისტული თანამშრომლობის ფარგლებში აღნიშნული ჯგუფის წევრების სრული იდენტიფიცირების მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულებრივი კავშირების დადგენის მიზნით”, - განაცხადა ნინო გიორგობიანმა.