სპეცოპერაციის ადგილზე კახა კალაძე მივიდა

სპეცოპერაციის ადგილზე კახა კალაძე მივიდა

თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები სპეცოპერაციის შედეგად დაზარალებულ პირებს დაეხმარებიან, - ამის შესახებ გაბრიელ სალოსის გამზირზე მისულმა თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე გუნდთან ერთად მივიდა იმ ადგილზე, სადაც მთელი დღის განმავლობაში სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.

როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, ამჟამად მას არ აქვს ინფორმაცია, თუ ოჯახი დაზარალდა, თუმცა აღნიშნა, რომ თბილისის მერია და შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან სიტუაციას და შესაბამისად იმოქმედებენ.