სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცავთა ნაწილი ამ დრომდე რჩება, ცოტა ხნის წინ ტერიტორიიდან სროლის შედეგად დაცხრილული მანქანა გაიყვანეს

სპეცოპერაციის ადგილზე სამართალდამცავთა ნაწილი ამ დრომდე რჩება, ცოტა ხნის წინ ტერიტორიიდან სროლის შედეგად დაცხრილული მანქანა გაიყვანეს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ისინი შემთხვევის ადგილს სწავლობენ.

ამასთან, ცოტა ხნის წინ ტერიტორიიდან გაიყვანეს ავტომანქანა, რომელიც სპეცოპერაციისას განხორციელებული სროლისას დაზიანდა. ავტომანქანას ჩამსხვრეული აქვს მინები და ეტყობა ნატყვიარი.

ამ დროისთვის ადგილზე რჩება სამართალდამცავთა ნაწილი, ასევე სასწრაფო და სახანძრო ბრიგადები.

ტერიტორია უკვე დატოვა ჯავშანტექნიკის უმეტესმა ნაწილმა.