ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაციის ადგილზე ამ დრომდე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, სპეცოპერაციის ადგილზე ამ დრომდე სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული

გაბრიელ ბერი სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული. არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს ექიმების დახმარება დასჭირდათ.

სავარაუდოდ მათ გარკვეული სტრესი მიიღეს მთელი დღის განმავლობაში ტერიტორიაზე მიმდინარე სროლების გამო.

კვლავ ადგილზე რჩება სპეცსამსახურების ნაწილი. ტერიტორია ლენტით არის შემოსაზღვრული. მოქალაქეებს კვლავ არ ეძლევათ შიგნით გადაადგილების საშუალება.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.