კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია

კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობდა, ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსში ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იმყოფება და ამ დროისთვის ცეცხლის ცალკეული, მცირე კერების ჩაქრობა მიმდინარეობს.

გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე ბინაში ცეცხლი სპეცოპერაციის ფარგლებში განხორციელებული სროლებისა და აფეთქებების შედეგად გაჩნდა.

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ტერორიზმში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სპეცოპერაცია დაახლოებით 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.