ის რაც დათა ახალაიას ჭირს, ნერვოლოგიაში შერჩევითი მეხსიერება ჰქვია - ბატონ დათას სამედიცინო შემოწმება სჭირდება

ის რაც დათა ახალაიას ჭირს, ნერვოლოგიაში შერჩევითი მეხსიერება ჰქვია - ბატონ დათას სამედიცინო შემოწმება სჭირდება

ის რაც დათა ახალაიას ჭირს, ნერვოლოგიაში შერჩევითი მეხსიერება ჰქვია - ბატონ დათას სამედიცინო შემოწმება სჭირდება, - ასე ეხმაურება დეპუტატი აკაკი ზოიძე სანდრო გირგვლიანის საქმეზე დათა ახალაიას ჩვენებას.

"ეს არის საქმე, რომელმაც განსაზღვრა ამ ქვეყნის პოლიტიკური დღევანდელობა. მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი და ყველა ის ადამიანი - დაწყებული რიგით შემსრულებიდან უმაღლესი თანამდებობის პირით დასრულებული, ყველა აგებს პასუხს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პრევენციის კუთხით, რომ არც ერთ ხელისუფლებას აზრადაც არ მოუვიდეს ის, რაც გირგვლიანის საქმეზე მოხდა", - აღნიშნა აკაკი ზოიძემ.

დღეს სასამართლოში სკაიპით დაიკითხა დათა ახალაია. „ამ საქმეებში აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ. დანაშავე ვარ მხოლოდ იმაში, ძალიან მიყვარს და ერთგული ვარ ჩემი ქვეყნის, - ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა ხელმძღვანელმა დათა ახალიამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სასამართლოზე დაკითხვისას განაცხადა.

მისივე თქმით, მის მიმართ წაყენებული ბრალდებები შეთითხნილია.