სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა

სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი ინგოროყვას კლინიკაში გარდაიცვალა

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის ექიმმა რამდენიმე წუთის წინ განუცხადა.

"პაციენტი მკურნალობის პერიოდში იყო კრიტიკული, მძიმე. გამოხატული იყო ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, მრავლობითი სისხლჩაქცევები, ქალის ფუძის მრავლობითი მოტეხილობა. ტრავმა სიცოცხლისათვის შეუთავსებელი იყო. სამწუხაროდ პაციენტი გარდაიცვალა", - განუცხადა ჟურნალისტებს ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმმა რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ.